“შევხვდი საქართველოს ელჩს ზურაბ ხამაშურიძეს და ტალინში მის ახალ თანამდებობაზე წარმატება ვუსურვე.
გეოგრაფიული დისტანციის მიუხედავად, ესტონეთი და საქართველო ყოველთვის განსაკუთრებულ კავშირს იზიარებდნენ. შესაბამისად, განსაკუთრებით სამწუხაროა იმის დანახვა თუ როგორ შორდება საქართველო ევროკავშირისკენ კურსს”,
ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.