სამწუხაროა, რომ 20-21 ივნისის მოვლენები ადამიანების ზიანის გარეშე არ დასრულდა – ხუნდაძე

უმრავლესობის დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე კითვაზე, რას ფიქრობს 20 ივნისის მოვლენებიდან 1 წლის შემდეგ, პასუხობს, რომ “სამწუხაროა, რომ 20-21 ივნისის მოვლენები ადამიანების ჯანმრთელობის ზიანის გარეშე არ დასრულდა”.

მისი თქმით, პროტესტანებს გაბრაზების საფუძველი ჰქონდათ, მაგრამ შემდეგ ძალადობაში გადაიზარდა.

“თავიდან აქცია იყო მშვიდობიანი, მათ გაბრაზების საფუძველიც ჰქონდათ, მაგრამ ღამით შემდეგ ის გადაიზარდა 1 ჯგუფის მხრიდან ძალადობაში, იყო მცდელობა ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის დამხობის. რომ შეჭრილიყვნენ ისინი საკანონმდებლო ორგანოში, რა თქმა უნდა, ეს აბსოლუტურად მიუღებელია ნებისმიერი სამართლებრივი ქვეყნისათვის, თუმცა, სამწუხაროა, რომ მოქალაქეების ზიანის გარეშე ეს პროცესი ვერ დასრულდა”,- ამბობს ხუნდაძე.

ის ასევე აღნიშნავს, რომ 20 ივნისს არავითარი კონტრაქცია არ იგეგმება და თუ ვინმე ამას ფიქრობს, მიუღებელია.

ცნობისთვის, გასული წლის 20 ივნისს სამართალდამცავებმა ძალის გამოყენებით დაშალეს მშვიდობიანი აქცია, რა დროსაც დაშავდა ათობით ადამიანი, რამდენიმემ კი თვალი დაკარგა.

გავრილოვის ღამიდან 1 წლის თავზე მოძრაობა სირცხვილია აქციას გეგმავს.