”სამწუხაროა როცა ღარიბაშვილი და კობახიძე დებატებზე დასაჯდომად ნებართვას არ გაძლევს” – ბაჩო დოლიძე

“სამწუხაროა როცა ღარიბაშვილი და კობახიძე დებატებზე დასაჯდომად ნებართვას არ გაძლევს”- ასე ეხმაურება, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ბაჩო დოლიძე, თბილისის მერის კახა კალაძის უარს დებატებში მონაწილეობაზე, რომელიც ენმ-ის თავჯდომარემ ნიკა მელიამ შესთავაზა.

“ძალიან სამწუხაროა როდესაც ღარიბაშვილი და კობახიძე დებატებზე დასაჯდომად ნებართვას არ გაძლევს. ეშინიათ, რომ დიდი შეცდომა არ დაუშვას კალაძემ დებატების დროს, შესაბამისად, მათი მდგომარეობა კიდევ უფრო არ გაუარესდეს. სწორედ ამით არის განპირობებული ის, რომ არ გამოუშვეს დებატებზე.მზად ვიყავით გვესაუბრა იმ პროგრამების შესახებ, ისიც ვიცით, რომ მასაც ჰქონდა კითხვები და ვერ ხვდება რა და როგორ უნდა განხორციელდეს”, – თქვა ბაჩო დოლიძემ