ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მისაღებად ფორმაში, ალბათ, ვართ იმიტომ, რომ დიდი ხანია ამისთვის ვემზადებით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, ეს არის მოსახლეობის უმრავლესობის ოცნება.
„ეს არის არა მხოლოდ ჩემი წინაპრების და ყველა იმ ადამიანის, ვინც სახელმწიფოს აშენებდა ოცნება, არამედ დღეისთვის ეს არის მოსახლეობის, საზოგადოების 88%-ის ოცნება. ეს არის კიდევ უფრო დიდი ოცნება მთელი ჩვენი დიასპორის, რომელიც გარედან ხედავს იმას, თუ როგორ ემზადება ქვეყანა ძალიან მნიშვნელოვანი შანსისთვის, ისიც ამის 100%-იანი მომხრეა. ამ მხრივ ვართ მომზადებული. სამწუხაროდ, ბოლო წელიწადი, თუ წელიწადნახევრის განმავლობაში ჩვენ ყოველთვის არ გადავდგით ის ნაბიჯები, რასაც ჩვენგან ელოდნენ, იქნება ეს 19 აპრილი და ჩაშლილი შეთანხმება – ანულირებული. ძალიან მძიმე სიტყვებიც იქნა გამოყენებული ზოგიერთ მომენტებში და რაღაც გაუგებარი ნაბიჯები – ევროკავშირიდან სესხის არ აღება“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.