სამწუხარო ფაქტია – კობახიძე რუსთავში ენმ-ს ოფისზე თავდასხმაზე

“სამწუხარო ფაქტია”,– ასე ეხმიანება ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუსთავში ნაციონალური მოძრაობის ოფისზე თავდასხმას.

“მე ყველას მოვუწოდებ სიმშივდისკენ. მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სიმშვიდე 30 ოქტომბრამდე. დანარჩენი, დეტალებში გავერკვევით, ეს არის პირველ რიგში სამართალდამცავი უწყებების საქმე და ამის შემდეგ გავაკეთებთ კონკრეტულ კომენტარს ამ ინციდენტთან დაკავშირებით”,– თქვა კობახიძემ.

ცნობისთვის, დავით კირკიტაძე აცხადებს, რომ ქართული ოცნების მხარდამჭერები რუსთავში ენმ-ს ოფისს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ ნაცმოძრაობის წევრებს, მათ შორის, საკრებულოს დეპუტატს.