ქართული ოცნების დეპუტატი დიტო სამხარაძე, რომელიც ოპოზიციის მიმართ სიძულვილის ენით გამოირჩევა, ირწმუნება, რომ პარლამენტთან კარვების აქციამ “საქართველო ააყროლა”.
“დღეს პარლამენტში სხდომაზე ვიყავი, სხდომის დაწყებამდე აივანზე გავედი. კარვების თავზეა აივანი! გეფიცებით ვერ წარმოიდგენთ, როგორი სუნი იდგა! პირბადემაც ვერ ჩაახშო.
იცით რა მაინტერესებს? თვითონ მოსწონთ ნეხვში ყოფნა? ააყროლეს საქართველო, პირდაპირი და ირიბი გაგებით”,- წერს სამხარაძე Facebook-ზე.
მსგავსი რიტორიკით ისაუბრა გია გაჩეჩილაძემ დღეს მის მიერ ორგანიზებულ აქციაზე. უცნობის თქმით, ოპოზიცია იწვევს, რომ რუსთაველიდან “სუნიანი კარვები” აყარონ.