მსოფლიოს ქვეყნები შეშფოთებულნი არიან იმით, რომ კომპანია AstraZeneca–ს მიერ წარმოებული ვაქცინა, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტთან ერთად შეიქმნა, როგორც აღმოჩნდა ნაკლებ ეფექტურია კორონავირუსის ეგრეთწოდებული სამხრეთ აფრიკული შტამის მიმართ. პრეპარატი მოხმარებისთვის ბევრ სახელმწიფოშია ნებადართული, თუმცა ახალი შტამის სწრაფად გავრცელების შემთხვევაში ამ პრეპარატით ვაქცინაცია შესაძლოა უშედეგო აღმოჩნდეს.
სამხრეთ აფრიკელი მეცნიერების განცხადებით ქვეყანაში კოვიდით დაავადების შემთხვევების 90% ახალ შტამზე მოდის. ბოლო კლინიკურმა კვლევებმა ორიათასზე მეტი ადამიანის მონაწილეობით აჩვენა, რომ ამ ვაქცინას მხოლოდ დაავადების მძიმე ფორმების აღკვეთა შეუძლია, მსუბუქი და საშუალო სიმპტომების შემთხვევებისგან კი მინიმალურად იცავს.
იოჰანესბურგის ვითვოთერსრენდის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ, რომელიც კოლეგებს ჯერ-ჯერობით არ გადაუმოწმებიათ, დაადგინა, რომ ბრიტანული ვაქცინა იძლევა მხოლოდ “შეზღუდულ დაცვას ახალგაზრდებში, რომლებსაც სამხრეთ აფრიკული ვარიანტით გამოწვეული დაავადების ზომიერი ფორმები აქვთ.”
ეს სიახლე დარტყმა აღმოჩნდა სამხრეთ აფრიკისთვის, სადაც ვირუსით 46 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანა“ასტრაზენეკას” ვაქცინის მილიონი დოზით მოსახლეობის აცრის დაწყებას უახლოეს დღეებში გეგმავდა. კვლევამ აღმოაჩინა, რომ სამხრეთ აფრიკული ვარიანტით დაავადების ზომიერ შემთხვევებში, ვაქცინის ეფექტურობა მხოლოდ 22 პროცენტია.
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ხელისუფლებამ პრეპარატ ვაქცინაცია შეაჩერა.კვირას სამხრეთ აფრიკამ AstraZeneca–თი “კოვიდ-19”-ის ვაქცინაცია შეაჩერა.
კვლევების შედეგები ჯერჯერობით არ არის სერთიფიცირებული, თუმცა უკვე ბევრმა ქვეყანამ ეჭვი გამოთქვა AstraZeneca–ს ახალი პარტიის შესყიდვის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. მანამდე ევროპის ქვეყნების უმრავლეოსბამ ეს პრეპარატი მხოლოდ 55 წლამდე ასაკის ჯგუფებისთვის ჩათვალა მიზანშეწონილად მისი ეფექტურობის შესახებ არასაკმარისი მონაცემების გამო.
ამასობაში სამხრეთ ფრიკული შტამი აქტიურად ვრცელდება სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ. მაგალითად ბრიტანეთში ამ მომენტისთვის უკვე 147 შემთხვევაა გამოვლენილი. დიდ ბრიტანეთში ვაქცინის პირველი დოზა მინიმუმ 12 მილიონმა ადამიანმა უკვე მიიღო. მათგან დიდი ნაწილი სწორედ AstraZeneca–ს პრეპარატით არის აცრილი. ვირუსის ეს ვარიანტი 32 ქვეყანაში, მათ შორის, შეერთებულ შტატებში იქნა აღმოჩენილი.
კომპანიაში პირობას დებენ, რომ ვაქცინის მოდიფიცირებას მოახდენენ.
კვირას “ასტრაზენეკამ” გამოაცხადა, რომ მუშაობს სხვა ვაქცინაზე, რომელიც შესაძლოა სამხრეთ აფრიკული ვარიანტის მიმართ უფრო ეფექტური იყოს. მოელიან, რომ ახალი ვაქცინა შემოდგომისთვის გამოჩნდება.