სამხრეთ კორეა აცხადებს, რომ შეუძლია საკუთარი ბირთვული იარაღი შექმნას

სამხრეთი კორეის პრეზიდენტმა, იუნ სუკ იოლმა განაცხადა, რომ ქვეყანას შეუძლია საკუთარი ბირთვული იარაღი შექმნას. მან ასევე აღნიშნა, რომ აქვს ალტერნატივა, ჩრდილოეთ კორეიდან საფრთხის ზრდის შემთხვევაში, სთხოვოს აშშ-ს, იარაღი კორეის ნახევარკუნძულზე განალაგოს.

ბოლო ათწლეულებში იუნ სუკ იოლი სამხრეთ კორეის პირველი ლიდერია, რომელმაც საკუთარი ბირთვული იარაღის შექმნის პერსპექტივაზე ღიად საუბარი დაიწყო.

აქვე შეგახსენებთ, რომ  სამხრეთ კორეა დაცულია აშშ-ს ბირთვული ქოლგის ქვეშ – შეთანხმებით, რომლითაც განსაზღვრულია, რომ თავისი მოკავშირის დასაცავად ვაშინგტონი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს.