სამხრეთ კორეა ბელარუსს ომში რუსეთის მხარდაჭერის გამო სანქციებს უწესებს

სამხრეთ კორეა ბელარუსს სანქციებს უწესებს ომში რუსეთის მხარდაჭერის გამო. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, სანქციები შეეხება ექსპორტის კონტროლს. საექსპორტო კონტროლი ბელარუსზეც ისეთივე იქნება, როგორც რუსეთზე.  თებერვალში სამხრეთ კორეამ დაბლოკა სტრატეგიული საქონლის ექსპორტი რუსეთში.

„ჩვენმა მთავრობამ დღეს გადაწყვიტა, დაენერგა ექსპორტის კონტროლი ბელარუსის წინააღმდეგ იმის გამო, რომ ბელარუსია, პრაქტიკულად, მხარს უჭერს რუსეთის შეჭრას უკრაინაში“, – თქვა სამინისტრომ.