სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, მუნ ჯე-ინმა ყოფილი პრეზიდენტი, პარკ კინ ჰე შეიწყალა. მას კორუფციის გამო 20 წელი ჰქონდა მისჯილი.
პარკი პირველი დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი იყო, რომელიც თანამდებობიდან ჩამოაშორეს. მედიის ცნობით, მანამდე მოქმედი პრეზიდენტი აცხადებდა, მას არ შეიწყალებდა, თუმცა ჯანმრთელობის გაუარესების გამო პრეზიდენტის საახალწლოდ შეწყალებულთა შორის მოხვდა.
პარკის ადვოკატმა იო იონგ-ჰამ თქვა, რომ პარკმა ბოდიში მოიხადა საზოგადოების შეშფოთების გამო და პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა რთული გადაწყვეტილების მიღებისთვის.
როიტერის ცნობით, პრეზიდენტის ოფისში განაცხადეს, რომ პარკის შეწყალება მიზნად ისახავდა “წარსულის სამწუხარო ისტორიის დაძლევასა და ხალხის ერთიანობის ხელშეწყობას”.