აშშ-ს საელჩო ხელისუფლებას მოუწოდებს, გამოიძიოს ვახო სანაიაზე და სხვა ჟურნალისტებზე ძალადობის საქმეები.
“აშშ-ის საელჩო გმობს ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდასხმას. ჟურნალისტებზე თავდასხმები მიუღებელია და მათთან შეგუება დაუშვებელია. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, აღნიშნულ საქმესთან ერთად, სრულად გამოიძიონ ჟურნალისტებზე ძალადობის სხვა გაუხსნელი საქმეები”,- წერია საელჩოს განცხადებაში.
ტელეკომპანია ფორმულას ტელეწამყვანს, ვახო სანაიას და მის ოჯახს თავს დაესხნენ. სანაიას თქმით, დაზიანებები აქვს თავზე, ხელზე და ფეხები, ასევე, თავდამსხმელებმა დაარტყეს მის რძალსაც. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდასხმის ფაქტზე დაკავებულია 3 ადამიანი.