სანამ აგრესია გრძელდება, რუსებმა ევროპაში არ უნდა იმოგზაურონ – წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარს რინკევიჩსი Twitter-ზე.
“რუსებისთვის ევროპაში ან ნებისმიერ სხვა ცივილიზებულ ქვეყანაში მოგზაურობა არ არის მემკვიდრეობითი და ღვთიური უფლება, არამედ პრივილეგიაა, რომლითაც არ უნდა ისარგებლონ სანამ რუსეთი აგრძელებს აგრესიას.
ერთი ნაბიჯი რუსეთის შესაჩერებლად არის ის, რომ ფართო საზოგადოებამ იგრძნოს სანქციების და მოგზაურობის აკრძალვის შედეგები”, – წერს ლინკევიჩსი.