ენმ–ს მაჟორიტარობის კანდიდატი სამგორში, ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ზუგდიდში მანამდე არ ჩავიდა, სანამ არ “უჯიკეს”.
“საათნახევარი იქ რომ დაბოდიალობდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი რამდენი საათის მერე ჩავიდა ზუგდიდში, ერთი საათის წინ ჩავიდა, როცა სამ საათში ზუგდიდში იქნებოდა, ეს შემთხვევა რომელი საათიდან, ორი საათიდან არის და სანამ არ უჯიკეს მანამდე არ ჩავიდა შემთხვევის ადგილზე შს მინისტრი, რაც შეეხება მედიას, თუ რამე არ იყო გასაშვები უთხრან მედიას”,– ამბობს ხაბეიშვილი მთავარი არხის ეთერში.
ცნობისთვის, ცოტახნის წინ შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ზუგდიდში ჩავიდა, სადაც ანტიტერორისული ოპერაცია მიმდინარეობს. საქართველოს ბანკში ტერორისტს 16 მძევალი ჰყავს და 500 ათას დოლარს ითხოვს.