“საზოგადოებას კარგად მოეხსენება, რომ ჩვენმა ქვეყანამ და განსაკუთრებით ხელისუფლებამ უმძიმესი ორი წელი გაიარა. ომის დაწყების და მეორე ფრონტის გახსნის მოწოდებებმა, საჯარო ზეწოლამ და კულისებს მიღმა კიდევ უფრო მძიმე საუბრებმა და მუქარებმა ბოლოს იმდენად მასობრივი ხასიათი მიიღო, რომ დაწყებული უცხოელი მაღალი თანამდებობის პირებიდან, დამთავრებული ელჩების თანაშემწეებით, ყველა დაჟინებით ითხოვდა მეორე ფრონტის გახსნას. დღეს ბევრი ფიქრობს, რომ ეს კრიზისი გადავაგორეთ და ქვეყანა სამშვიდობოს არის გასული, მაგრამ სამწუხაროდ, რეალობა სულ სხვაგვარია. აშშ – ს კონგრესში გამართული მოსმენა სწორედ ამის დასტურია – იქამდე, სანამ გაგრძელდება ზეწოლა ხელისუფლებაზე, სანამ მაღალი ტრიბუნიდან კვლავ მოვისმენთ სიცრუესა და აბსურდზე დაფუძნებულ ბრალდებებს, ომის საშიშროება არსად გამქრალა. არაფერი, გარდა ერთი მიზნისა, საქართველოს დაუმსახურებელ კრიტიკას არ აქვს – ეს ერთადერთი მიზანია საქართველოში შეიცვალოს ხელისუფლება, სათავეში მოვიდეს ყველა დავალებაზე ხელის მომწერი აგენტურა და შეასრულოს მთავარი დავალება – ქვეყანა გახვიოს ომის ქარცეცხლში”

წერია ხალხის ძალის განცხადებაში.