“მიუხედავად იმისა, რომ დაპატიმრების შემთხვევაში შეწყალებაზე სალომე ზურაბიშვილს არ მიმართოთო, თქვა ნიკა გვარამიამ, ეს უკვე არ არის მხოლოს მისი პირადი საკითხი. ამ უგუნური გადაწყვეტილებით ბიძინა ივანიშვილმა სერიოზული საფრთხის ქვეშ დააყენა ევროკავშირში ქვეყნის დაჩქარებული გაწევრიანების პერსპექტივა.

სალომე ზურაბიშვილი არის პასუხისმგებელი ქვეყნის საგარეო კურსზე. კეთილი ინებოს და სანამ გვიან არ არის, მიიღოს გადაწყვეტილება პოლიტპატიმრის, ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ. ნუ გააჯანჯლებს, როგორც წინა შემთხვევებში, ნუ დაელოდება ზეწოლას ევროპისაგან და ამერიკისაგან. მერე გვიან იქნება”

წერს, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში. მისი თქმით, პრეზიდენტი ზურაბიშვილი  პასუხისმგებელია ქვეყნის საგარეო კურსზე.

სასამართლომ მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.