„ის იდეა, რომელიც დაიბადა 2016 წელს ჯერ კიდევ ეკონომიკის სამინისტროში, თბილისის მეტროს დაკავშირება რუსთავთან, ლილოსთან და დიდ დიღომთან, არის აუცილებელი. სანამ თბილისის მეტროს განვითარების სქემა სრულად არ იქნება ათვისებული, ჩვენ თუ გვინდა, ჩვენი მოქალაქეები გადმოვსვათ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, ეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს უფასო, სანამ მეტროს ინფრასტრუქტურა სრულად არ იქნება დალაგებული. ამას, ამასთან ერთად სჭირდება შესაბამისი თანამედროვე ავტობუსების შესაბამისი რაოდენობა, 300 კი არა, 900.
მეტრო არის ერთადერთი ინფრასტრუქტურა, რომელსაც შეუძლია მოქალაქეებში საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოთხოვნა გაზარდოს. ჩვენ მეტრო ახლა მიგდებული გვაქვს. მესმის, რომ ეს ძვირია, მაგრამ ამის დაფინანსების წყაროების მოძიების პროგრამა გვაქვს. თბილისი ეკონომიკურად თვითკმარი ქალაქია და უკვე დროა თბილისმა თავისი სუბორდინებული ბონდები გამოუშვას. ეს არის თბილისის მომავალი ჩარჩო, რა თქმა უნდა, დეტალურად ეს ყველაფერი მზად გვაქვს და ჩვენს მოქალქეებს წარვუდგენთ”
განაცხადა პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა, თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ.