“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ვიდრე ნიკა მელია საპატიმროშია, ენმ საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
“სანამ ნიკა მელია საპატიმროშია, ჩვენ პარლამენტში არ შევალთ და მონაწილეობას ვერ მივიღებთ ამნისტიის კანონპროექტის განხილვაში. თუმცა, იმ ოპოზიციურმა პარტიებმა, ვინც ხელი მოაწერეს დოკუმენტს, მათი ვალდებულება და პასუხისმგებლობაც არის, რომ კანონი იმ სახით იყოს მიღებული, რომელიც პასუხობს როგორც ნიკა მელიას ინტერესებს, ასევე 20 ივნისის ღამეს დაზარალებული მოქალაქეების ინტერესებს”, – თქვა ბეჯაშვილმა.
მისი თქმით, ნიკა მელიას გათავისუფლება შექმნის ატმოსფეროს, რომ პარტიამ იმსჯელოს შარლ მიშელის დოკუმენტის შეერთებაზე და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ არ შეიძლება თავმჯდომარე იჯდეს ციხეში და პარტიის წევრებმა ხელი მოაწერონ დოკუმენტს.