“სანამ პირში სული მიდგას, ვიბრძოლებ მტრების წინააღმდეგ “- საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა აგვისტოს ომის 12 წლისთავზე განცხადება ჰააგის სასამართლოსთან გააკეთა და თქვა, რომ აგვისტოს ომის შესახებ სპეციალისტებმა დამოუკიდებელი დასკვნა შეიტანეს. ექსპრეზიდენტის თქმით, ქართული ოცნების ხელისუფლებამ, კერძოდ კი თეა წულუკიანმა ომის გამოძიებასთან დაკავშირებით მანიპულაციები ჩაიდინეს.
“სანამ პირში სული მიდგას, ვიბძროლებ სიმართლის დასადგენად, ვიბრძოლებ საქართველოსთვის. ვიბრძოლებ ჩვენი ღირსების დასაცავად, ვიბრძოლებ რუსეთის დამქაშებისა და საქართველოს მტრების, სიმართლის მტრების წინააღმდეგ. ყველაფერში დადგინდება სიმართლე და დადგინდება, ვინ აყალბებს და ვინ არის დაინტერესებული იმაში, რომ საქართველო გამტყუნდეს, ვინ არის დაინტერესებული იმაში, რომ მტრის, რუსეთის დავალება შეასრულოს, პუტინ-მედვედევის მაშინდელი დაკვეთა შეასრულოს. საქართველოს ოფიცრები, ვინც იცავდა თავის თავისუფლებას, აღმოჩნდნენ გამტყუნებულები. ეს მათ არ გამოუვათ, დარწმუნებული ვარ, დამნაშავე დაისჯება, საქართველო იქნება აუცილებლად თავისუფალი”, – განაცხადა სააკაშვილმა.