სანამ რუსეთი G20-ის წევრი იქნება, ეფექტიანად ვერ იფუნქციონირებს – კანადა

“სანამ რუსეთი G20-ის წევრი იქნება, ეფექტიანად ვერ იფუნქციონირებს “- ამის შესახებ, კანადის ფინანსთა მინისტრმა, კრისტია ფრილანდმა ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის შეხვედრებზე განაცხადა.

“ქვეყნების მაგიდასთან, რომლებიც გლობალური ეკონომიკური კეთილდღეობის შესანარჩუნებლად გაერთიანდნენ, რუსეთის ადგილი არ არის. რუსეთმა სამხრეთ უკრაინაში შეჭრით საერთაშორისო ნორმები დაარღვია. არ შეიძლება ერთდროულად იყო ბრაკონიერიც და მეკარეც”. – განაცხადა კრისტია ფრილანდმა.