“მნიშვნელოვანია ახლა მობილიზაცია, მნიშვნელოვანია ახლა რომ ჩვენი საპროტესტო ხმა კიდევ და კიდევ უფრო ხმამაღლა ისმოდეს. 21 დეკემბერს ყველას გელოდებით 18:00 საათზე რუსთაველის გამზირზე და ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ სანამ მიხეილ სააკაშვილი არის ტყვეობაში, საუბარი სამოქალაქო ერთობასა და შერიგებაზე, რბილად რომ ვთქვათ, იქნება უბრალოდ აზრს მოკლებული”
თქვა ენმ-ს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ მთავარ არხთან საუბრისას. ცნობისთვის, 21 დეკემბერს, 18:00 საათზე ნაციონალური მოძრაობა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციას გამართავს.