სანამ სააკაშვილი ფიზიკურად არ იქნება გადაყვანილი საავადმყოფოში, არ დავიშლებით – ნიკა მელია

“სანამ სააკაშვილი ფიზიკურად არ იქნება გადაყვანილი საავადმყოფოში, არ დავიშლებით “- განაცხადა, ენმ-ის თავჯდომარემ, ნიკა მელიამ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.

“ახლა ჩვენი მეგობრები არიან შესულები მიხეილ სააკაშვილთან.უნდა დაველოდოთ მის პასუხს. დარწმუნებული ვარ, რომ სააკაშვილის პოზიცია იქნება სწორი და რა თქმა უნდა მისი სიცოცხლე ძალიან ძვირფასია, პირველ რიგში მისთვის, მან ეს ძალიან კარგად იცის, რომ მისი სიცოცხლე დაკავშირებულია ამ სახელმწიფოს სტაბილურობასთან, ესეც ძალიან კარგად იცის.

ზუსტად ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ უნდა დაველოდოთ. ამის შემდეგ, სანამ ფიზიკურად არ იქნება გადაყვანილი საავადმყოფოში, ჩვენ არ უნდა დავიშალოთ, რადგან ამ რეჟიმს არ ვენდობი. დავრწმუნდეთ, რომ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება და ამის შემდეგ სხვა გეგმებზე ვისაუბრეთ. სანამ არ დავინახავთ, რომ ადამიანი არის საავადმყოფოში, ჩვენ უნდა ვიდგეთ აქ”, – განაცხადა ნიკა მელიამ