სანამ ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ მოძრაობას ასეთი საქციელი გასდის, ეს არის რეჟიმისთვის საჩუქარი – ასე ეხმაურება ”ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ენმ-ის მიერ საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას.
“როდესაც გუშინ ნაგვის ყუთს აფარებდი ადამიანს და მოღალატეს უწოდებდი და დღეს იგივეს აკეთებ შენ, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე, რას ნიშნავს ეს?! სალომე სამადაშვილს ტალახი რომ ესროლეს, ჩვენ დავგმეთ მაშინ, არა იმიტომ რომ ვეთანხმებოდით, არამედ ასე არ შეიძლება, კამათისას არგუმენტები უნდა გქონდეს. არ შეიძლება ეგრევე მოღალატის იარლიყი მიაწებო ადამიანს. ოღონდ ახლა თვითონ ქნეს იგივე. რატომ? რა არგუმენტით…როდესაც ადამიანებს ჰპირდებოდი, რომ წლის ბოლომდე დაამთავრებდი რეჟიმს და როცა ევროპული საქართველო ამაზე არ ვეთანხმებოდით, როცა ვთქვით, რომ ამის თქმა არასწორია, იმის თქმაც, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს საერთოდ. შეცდომები მოსულა პოლიტიკაში, მაგრამ ამ შეცდომებს აქვს პოლიტიკური ფასი და ენმ-მ უნდა გადაიხადოს ეს ფასი. სანამ ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ მოძრაობას ასეთი საქციელი გასდის, ეს არის ივანიშვილის რეჟიმისთვის საჩუქარი. ლიდერობენ ჯერ და ეს უნდა შევცვალოთ. მათ უნდა ისწავლონ ჭკუა და მოგვისმინონ იმათ, ვინც გონივრულად მოქმედებს, 2 თვის მერე რომ გვეთანხმებიან ხოლმე, ახლა იქნებ თავიდანვე მოგვისმინონ”.- ამბობს გიგა ბოკერია.