ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, თბილისის ორივე სანაპიროს გადაკეტვამდე ხვალ აქცია 14:00-ზე მეტრო ავლაბართან გაიმართება.
“მესმის, რომ ეს გარკვეულ დისკომფორტს შეუქმნის მოქალაქეებს, მაგრამ ეს არის ძლიერი გამაფრთხილებელი სიგნალი რეჟიმისთვის, რომ საპროტესტო მოძრაობა ყოველდღე უფრო და უფრო მწვავე გახდება”,- აცხადებს მელია ბრიფინგზე.
მისივე შეფასებით, რეჟიმს სააკაშვილის კერძო კლინიკაში არგადაყვანის არანაირი საფუძველი არ აქვს, გარდა მასზე შურისძიებისა.
მანვე კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ თუ ექსპრეზიდენტს სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ, მის მიმდებარედ აქცია არ ჩატარდება.