სანატორიუმ “ქართლში” მცხოვრებმა დევნილმა თავი მოიკლა, ის შენობის სახურავიდან პროტესტის ნიშნად გადმოხტა და ადგილზე გარდაიცვალა.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. მოსახლეობა ექსპერტ-კრიმინალისტებს საშუალებას არ აძლევს, რომ შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარონ და ცხედარი გადაასვენონ.
სანატორიუმ ქართლის ყოფილ შენობაში მცხოვრებმა დევნილებმა ბოლო დღეებში არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი საცხოვრებლად ალტერნატიული ფართების გამოყოფას ითხოვენ.