სანაძლეო დავდეთ, რამდენჯერ ახსენებს ბატონ ბიძინას – გოცირიძე ღარიბაშვილზე

“სანაძლეო დავდეთ, რამდენჯერ ახსენებს ბატონ ბიძინას”- ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, რომან გოცირიძე  “მთავარ არხთან” საუბრობს. მისი თქმით, თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილ კითხვების დასმის ღირსი არ არის თუმცა  მაგრამ სანაძლეო დადეს, რამდენჯერ ახსენებს ღარიბაშვილი “ბატონ ბიძინას”.

“დღევანდელ მოსმენას არ დავესწრებით, სისტემაში არის კორუფცია ისევე, როგორც ყველა სხვა მიმართულებით საქართველოს ხელისუფლებაში. მინისტრმა განაცხადა, რომ ოპოზიციას არ უპასუხებს, ეს არის პირდაპირ კონსტიტუციის დარღვევა და თავხედური განცხადება, მაგრამ ჩვენც არ ვთვლით მას შეკითხვების ღირსად, ერთადერთი ჩვენ დავდეთ სანაძლეო, რამდენჯერ ახსენებს “ბატონ ბიძინას” – განაცხადა რომან გოცირიძემ.

გოცირიძის ვარაუდით ღარიბაშვილი “ბატონ ბიძინას” 7-ჯერ ახსენებს.