“მე აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ სანდარას უამრავი ხარჯი აქვს, ბავშვების საჩუქრები, საწოლის ყიდვა და უამრავი სხვა, სანდრას რატომ არ ასამართლებენ? ხარჯების დიდი ნაწილი არის სანდრასი. სიამოივნებით ვიჯდებოდი მასთან ერთად საბრალდებო სკამზე, იმიტომ რომ ამ ხარჯების მეოთხედი, მეხუთედი სანდრასია. ოღონდ, სანამ სანდრას ედავებით, გაიხსენეთ, რომ სანდრამ შემოიტანა ამ ქვეყანაში 100 მილიონი ევროს გრანტები სამედიცინო სფეროში. სანდრას მეშვეობით 4-ჯერ ნაკლები ქართველი ქალი კვდება მკერდის კიბოთი, ვიდრე მანამდე. სანდრას მეშვეობით ყველა ციხის ექიმი გეტყვით, რამდენი რაღაც გაკეთდა ჯანდაცვისთვის ციხეში. დაწყებული ტუბერკულოზიდან და ა.შ. სანდრა არ არის კორუფციონერი?”
თქვა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე.