„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე პარლამენტთან 500-კაციან შიმშილობას აანონსებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
„მაინც რატომ გონია ამ ლიბერასტულ ოპოზიციას და ხელისუფლებას,რომ მათი კულუარული გარიგების შედეგად ყველაფერს დაალაგებენ და ქართველ ერს გამოათაყვანებენ?! სულ ფეხზე გვკიდია თქვენი მოლაპარაკებები.
ნაც-ქოცების კოჰაბიტაცია ვეღარ გაგრძელდება! მოილაპარაკებთ, დალაგდებით, გარიგდებით, ივაჭრებთ და რააა? არ ვმალავთ და ღიად ვაცხადებთ – მე-2 დღესვე მარში დაიწყებს მასობრივ შიმშილობის აქციას (მინიმუმ 500 მოშიმშილე), დავიწყებთ პარლამენტის და კანცელარიის ბლოკირებას! გავაშიშვლებთ და ვამხელთ ნაც-ქოცურ გარიგებას და კოჰაბიტაციის ახალ ეტაპს! თქვენ განახებთ თქვე მანქურთებო, თუ როგორ უნდა ქართველი ერის ზურგსუკან გარიგებების და ვაჭრობის წარმოება! მხოლოდ ახალი არჩევნები“, – წერს სანდრო ბრეგაძე.