გაერთანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშის წევრი გუბაზ სანიკიძე ამბობს, რომ დაემორჩილება ენმ-ს პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას.
“ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, პოზიცია იყოს ერთიანი და აზრთა სხვადასხვაობას განხეთქილება არ მოჰყვეს. რა თქმა უნდა, განსხვავებული მოსაზრებებია, მაგრამ გადაწყვეტილება უნდა იყოს ერთი. გარეთ დარჩენას გადაწყვეტს, გარეთ დავრჩები, შიგნით შესვლას გადაწყეტს, შიგნით შევყვები, რა თქმა უნდა”,- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ ენმ-ს პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე.
პოლიტსაბჭოს სხდომა უკვე დასრულდა. ნაციონალურმა მოძრაობამ, არსებული ინფორმაციით, პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. ამაზე განცხადებას პარტიის თავმჯდომარე 18:00 საათზე გააკეთებს.