სანქტ-პეტერბურგსა და ლენინგრადის ოლქის თავზე 200 კვადრატული კილომეტრი საჰაერო სივრცე უცნობი ობიექტის დაფიქსირების გამო დროებით დაიხურა.
ადგილობრივმა აეროპორტმა კი შეწყვიტა თვითმფრინავების მიღება.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჰაერში შენიშნეს ამოუცნობი მფრინავი ობიექტი, რის გამოც შესაბამისი გეგმა ამოქმედდა. მათივე ინფორმაციით, ქალაქის ცაში საბრძოლო თვითმფრინავები აფრინდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, სანკტ-პეტერბურგის საჰაერო მოსკოვის დროით 13:20 საათამდე დაიხურა.