სამთავრობო პროპაგანდისტული, „იმედი“ განცხადებას ავრცელებს, და აცხადებს, რომ „სანქციებისგან გამოწვეული ტექნიკური პრობლემა აღმოფხვრილია, imedinews.ge და imedi.ge ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას“.
ცნობისთვის, 24 თებერვალს, დიდმა ბრიტანეთმა რუსული დეზინფორმაციის გავრცელების გამო „იმედი“ და POSTV დაასანქცირა. „იმედის“ ვებგვერდები გუშინ 25 თებერვალს გაითიშა.













