“სანქციებისგან თავის არიდებას დიდი ყურადღებით ვაკვირდებით”- პრაისი ივანიშვილის სანქცირებაზე

“სანქციებისგან თავის არიდებას დიდი ყურადღებით ვაკვირდებით” – ასე უპასუხა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა ”მთავარი არხის”  ჟურნალისტის, დემნა დევდარიანის დასმულ შეკითხვას,  იგეგმება თუ არა ივანიშვილისთვის სანქცირება იმ ფონზე, რომ ივანიშვილ/ევტუშენკოვის საუბრის ამსახველი ჩანაწერი გავრცელდა.

მე არ ვარ იმ პოზიციაში, რომ ვისაუბრო გავრცელებულ ჩანაწერებზე ან დავადასტურო მათი ავთენტურობა, რაზეც თქვენ საუბრობდით, მაგრამ შემიძლია ვთქვა: ჩვენ არა მხოლოდ ავამოქმედეთ სანქციები და სხვა ზომები მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელნი არიან კრემლის გადაწყვეტილებაზე რომ შეჭრილიყო უკრაინში, არამედ გასულ კვირას ჩვენ გამოვაქვეყნეთ სანქციების ფართო სპექტრი იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სანქციების თავიდან აცილებისა და ამის ხელშეწყობაზე.

სანქციებისგან თავის არიდება არის ის, რასაც ჩვენ დიდი ყურადღებით ვაკვირდებით მთელ მსოფლიოში იქნება ეს რუსეთში, ბელარუსში თუ სხვაგან, ნებისმიერ ადგილას მსოფლიოში და ვფიქრობ, რომ გასულ კვირას ჩვენმა ქმედებებმა დაადასტურეს, რომ ჩვენ პასუხს ვაგებინებთ იმ ქსელებს, ორგანიზაციებსა და ინდივიდებს, რომლებიც მიზანმიმართულად და სისტემატიურად აარიდებენ თავს ან ეხმარებიან სხვებს სანქციებისგან თავის არიდებაში.

რა თქმა უნდა, მე არ ვარ იმ პოზიციაში, რომ განხვიხილო შესაძლო სანქციების დაწესება ინვიდიდებსა თუ ორგანიზაციებზე, მაგრამ ეს არის ის, რასაც ჩვენ დიდი ყურადღებით ვაკვირდებით”, – ამბობს პრაისი.