სანქციების გამო, რუსეთი ტანკებში ჭურჭლის სარეცხი მანქანების და მაცივრების ჩიპებს იყენებს – აშშ-ის ვაჭრობის მდივანი

რუსეთი, ზოგიერთი სამხედრო ტექნიკისთვის ჭურჭლის სარეცხი მანქანებისა და მაცივრების კომპიუტერულ ჩიპებს იყენებს, ამის მიზეზი კი დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციებია. ამის შესახებ, ვაჭრობის მდივანმა, ჯინა რაიმონდომ აშშ-ის სენატში გამოსვლისას განაცხადა. The Washington Post  სენატში გამოსვლის დეტალებს ავრცელებს. 

„როდესაც  უკრაინელები ხელში იგდებენ რუსეთის სამხედრო ტექნიკას, ეს ტექნიკა სავსეა ნახევარგამტარებით (კომპიუტერული ჩიპებით), რომლებიც ამოღებულია ჭურჭლის სარეცხი მანქანებიდან და მაცივრებიდან“, – თქვა ჯინა რაიმონდომ.

გამოცემა წერს, რომ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია, თავდაპირველად, უკრაინის ოფიციალურმა პირებმა გაავრცელეს. აღნიშნული ოფიციალური წყაროები კი ეყრდნობოდნენ რუსულ ტანკებში აღმოჩენილ დეტალებს, რომლებითაც სხვა კომპონენტები იყო ჩანაცვლებული.

„მთავარი მიზანი იყო ის რომ რუსეთს მაღალტექნოლოგიური პროდუქცია ვეღარ მიეღო რათა შემდეგ სამხედრო ტექნიკა ვეღარ ეწარმოებინათ და სამხედრო მოქმედებების გაგრძელებაში ხელი შეშლოდათ. სწორედ ამას ვაკეთებთ.” – განაცხადა ჯინა რაიმონდომ.

თანამედროვე ელექტრონული ტექნიკის უმეტესი ნაწილისთვის საჭიროა ჰქონდეს კომპიუტერის ჩიპები რათა ტექნიკა მუშაობდეს. რუსეთი თავად ვერ აწარმოებს დიდი რაოდენობას ამიტომ ყოველთვის აზიისა და დასავლეთის კომპანიებზე იყო დამოკიდებული.