სანქციები გვიბიძგებს, დავაჩქაროთ ბელარუსთან გაერთიანება – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა რუსეთის და ბელარუსის რეგიონების ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა, რომ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები უბიძგებს, რომ ბელარუსთან გაერთიანება დააჩქაროს. პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ მან სანქტ-პეტერბურგში ალექსანდრ ლუკაშენკასთან ერთად ბელარუსული საქონლისთვის რუსეთის ბალტიის პორტების გამოყენების შესაძლებლობა განიხილა.

„დასავლეთის მხრიდან უპრეცედენტო პოლიტიკური წნეხი და სანქციები გვიბიძგებს, რომ [ბელარუსთან] გაერთიანების პროცესები დავაჩქაროთ“, – განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.