„სანქციებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ეკისრებათ, რა თქმა უნდა, ისინი ცვლიან მხარდაჭერას, შეუჩერდა მთავრობას ფინანსური მხარდაჭერა და ასე შემდეგ, მაგრამ ისინი ვერ აწესებენ სანქციებს. ევროპული საბჭო ცდილობდა ამის გაკეთებას, მაგრამ უნგრეთის გამო, რომელიც ამ რეჟიმთან ძალიან დაახლოებულია, უნგრეთი და უნგრელი პოლიტიკოსები „ქართული ოცნების“ საუკეთესო მეგობრები არიან და ბლოკავენ სანქციებს. ამის მიღწევა შესაძლებელია, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ 25-ზე მეტი წევრი სახელმწიფო დაუწესებს სანქციებს ამ რეჟიმს. ეს არის აღნიშნული ჩვენს რეზოლუციებში, ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ ანგარიშში და გავაგრძელებთ ამაზე საუბარს. გაერთიანებული სამეფოც ხმამაღლა საუბრობს ამ საკითხზე, მაგრამ ვისურვებდი გაერთიანებული სამეფოს მეტ ჩართულობას. შეერთებული შტატებიც, „MEGOBARI აქტი“, რომელიც წარმომადგენელთა პალატამ მიიღო, ასევე სანქციებს ეხება. ეს არის ძალიან ძლიერი აქტი შეერთებული შტატებისგან. ეს აქტი ახლა სენატშია და იმედი გვაქვს, რაც შეიძლება მალე მიიღებენ მას.
ევროპარლამენტის წევრების საქართველოში ბოლო ვიზიტის დროს ჩემი მესიჯი იყო, რომ ძალიან გარკვევით ვხედავთ, რომ სანქციები მნიშვნელოვანია იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც დანაშაულებს ჩადიან. მათ ეშინიათ სანქციების, მათ ოჯახებს ეშინიათ, რადგან ბევრი მათგან ევროპაში ცხოვრობს. ამის გარეშე არ იქნება ახალი არჩევნები. სანქციები არის ყველაზე ძლიერი იარაღი იმისთვის, რომ დავეხმაროთ ხალხს, ჰქონდეთ ევროპული მომავალი”.
ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ ევროპარლამენტში, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.