სანქციები რუსებითვის მტკივნეულია, თუმცა უფრო დესტრუქციული სანქციები განსაზღვრავს, რამდენ უკრაინელს მოკლავენ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დაწესებული სანქციები ნამდვილად ეფექტურია და ძალიან მტკივნეულია რუსეთისთვის, თუმცა ეს საკმარისი არ არის. ზელენსკის თქმით, საჭიროა უფრო დესტრუქციული, უფრო ძლიერი სანქციები  რადგან სწორედ ეს განსაზღვრავს, იმას, თუ  რამდენი უკრაინელი დაიღუპება.

“ზოგი ამბობს, რომ ომი რამდენიმე კვირას გასტანს, სხვები – რამდენიმე წელს ვარაუდობენ. ზოგი ამბობს, რომ ომი მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდება. ვიღაცები კი გვირჩევენ, რომ რუსეთთან მუდმივი დაპირისპირებისთვის მოვემზადოთ, იქამდე, სანამ ის არსებობს. ჩვენი სამხედროების წარმატება ბრძოლის ველზე მნიშვნელოვანია. ისტორიულად მნიშვნელოვანი. მაგრამ ჯერ არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ოკუპანტებმა ჩვენი მიწა დატოვონ.

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციები მათთვის ძალიან მტკივნებულია, თუმცა ეს მაინც არ არის საკმარისი იმისთვის, რომ რუსული სამხედრო მანქანა საარსებო მინიმუმის გარეშე დარჩეს. უფრო დესტრუქციული, უფრო ძლიერი სანქციები განსაზღვრავს იმას, თუ კიდევ რამდენ უკრაინელს მოკლავს ოკუპანტი”. – აცხადებს ზელენსკი.