რუსეთში ამერიკის ყოფილი ელჩი და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შექმნილი რუსეთის სანქცირების ჯგუფის კოორდინატორი, მაიკ მაკფოლი ბიძინა ივანიშვილის მიმართ შესაძლო სანქციების დაწესებას ეხმაურება.
“ვფიქრობ, რომ თუ ეხმარები პუტინის ომს პირდაპირ ან ირიბად, ამაზე პასუხი უნდა აგო. შესაძლოა, პერსონალურად ჩართული არ ხარ, მაგრამ თუ, მაგალითად, რუსული კომპანიის დირექტორთა საბჭოში ხარ, რომელიც ეხმარება პუტინს ომში, პასუხისმგებლობას იზიარებ. გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, გერჰარდ შრედერმა გადაწყვიტა, შეცვალოს თავისი აფილირება რუსეთთან ამ არგუმენტით, მაგრამ არის კიდევ ბევრი უცხოელი, რომელიც ამ კრიტერიუმებს ერგება. არა მხოლოდ საქართველოდან. შეიძლება, ვინმე ამერიკელიც მოხვდეს ამ კატეგორიაში. ეს შეიძლება იყოს ყველა პირი, კომპანია და მთავრობა, რომელიც პირდაპირ ან ირიბად კვებავს პუტინის ომს უკრაინაში. მათ პასუხი უნდა აგონ. ეს ომი ბარბაროსულია”. – განაცხადა მაიკლ მაკფოლმა.