კვირა, 22 დეკემბერი , 2024, 11:52

სანქცირებულთა სიაში მარია ზახაროვაც მოხვდა

ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაშია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვაც მოხვდა. ამის შესახებ, ინფორმაციას, “რადიო თავისუფლების” რუსული რედაქცია ავრცელებს.  მათივე ცნობით, სიაში შედიან, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანტონ ვაინო, სამხედრო მოსამსახურეების დიდი ჯგუფი, ასევე სახელმწიფო დუმის ვიცე-სპიკერი პიოტრ ტოლსტოი, RT სატელევიზიო არხი მარგარიტა სიმონიანი, ტელეწამყვანი ვლადიმერ სოლოვიოვი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 21 თებერვალს ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატსა და 27 იურიდიულ და ფიზიკურ პირს სანქციები დაუწესა.