სანქცირებულმა მოსამართლე ნინო ენუქიძემ, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 500 ლარი დააჯარიმა. მას აქციაზე გზის გადაკეტვას ედავებიან, თავად კი ამბობს, რომ იმ დროს აქციაზე საერთოდ არ იმყოფებოდა.
“ეს იყო 27 დეკემბერს, საღამოს 8 საათსა და 17 წუთზე მედავებიან, როდესაც რეალურად სამწუხაროდ იმ დროს არ ვიყავი. სანაპიროზე მაკდონალდსში [ვიყავი]… კადრში ვარ, მაგრამ ის კადრი რომელი რიცხვისაა, ვერ გეტყვით”, – ამბობს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი.