საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული მირიან თაზიაშვილი გაათავისუფლეს

საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული მირიან თაზიაშვილი გაათავისუფლეს. ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა, თეა ახვლედიანმა განაცხადა.

“სანამ ჩვენი დღევანდელი სხდომა მიმდინარეობდა, ერთ-ერთი უკანონოდ დაკავებული ჩვენი მოქალაქე, მირიან თაზიაშვილი გათავისუფლებული იქნა უკანონო პატიმრობიდან, რაც სასიხარულოა”, – აღნიშნა თეა ახვლედიანმა.