საოკუპაციო რეჟიმი აცხადებს, რომ ე.წ. საზღვარს, რომელიც 10 თვეა ჩაკეტილია, ახალი წლის დღეებში უფრო მკაცრად გააკონტროლებს.როგორც საოკუპაციო რეჟიმი აცხადებს მკაცრი კონტროლი 26 დეკემბრიდან 11 იანვრამდე გაგრძელდება.
დე ფაქტო რეჟიმმა ე.წ. გამშვები პუნქტები 27 თებერვალს, კორონავირუსის გავრცელების აცილების მოტივით ჩაკეტა. რეგიონში ჰუმანიტარული კრიზისია და მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. საოკუპაციო რეჟიმმა რამდენჯერმე უარი უთხრა ინფიცირებულ და ავადმყოფ ადამიანებს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასულიყვნენ სამკურნალოდ. რამდენიმე შემთხვევა დაგვიანებული რეაგირების გამო ფატალურად დასრულდა.