საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს მოქალაქეს, ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით 1 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაცია ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ერგნეთში დღეს გამართულ რიგით 103-ე შეხვედრაზე მიიღეს.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის აგვისტოში დაკავებული გელა გოჭოშვილი, ოკუპანტებმა არარსებული საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.