საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს მოქალაქეს ერთწლიანი პატიმრობა შეუფარდა

საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს მოქალაქეს, ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით 1 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაცია ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ერგნეთში დღეს გამართულ რიგით 103-ე შეხვედრაზე მიიღეს.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის აგვისტოში დაკავებული გელა გოჭოშვილი, ოკუპანტებმა  არარსებული საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.