უკრაინის გაერთიანებული ძალების განცხადებით, 21 თებერვლის, 07:00 საათის მდგომარეობით საოკუპაციო ძალებმა 72-ჯერ გამოიყენეს მინსკის შეთანხმებით აკრძალული შეიარაღება, რის შედეგადაც ერთი უკრაინელი ჯარისკაცი დაიჭრა.
“გასული 24 საათის განმავლობაში, 20 თებერვალს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ფორმირებების მხრიდან დაფიქსირდა 80 დარღვევა, მათგან 72 შემთხვევაში გამოყენებული იყო მინსკის შეთანხმებით აკრძალული შეიარაღება.
ჭურვის შედეგად ერთმა სამხედრომ საშუალო სიმძიმის ჭრილობები მიიღო და ის სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება. ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მიმდინარე დღის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დააფიქსირეს 8 დარღვევა, მათგან 8 მინსკის შეთანხმებით აკრძალული იარაღის გამოყენებით,” – ვკითხულობთ განცხადებაში.
გაერთიანებული ძალების ცნობით, მოკავშირეთა ძალები აკვირდებიან სიტუაციას და ადეკვატურად რეაგირებენ მტრის პოტენციურ საფრთხეებზე.
“მოკავშირეთა ძალების ქვედანაყოფები აგრძელებენ გარკვეული დავალებების შესრულებას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის მოსაგერიებლად და აღკვეთის მიზნით”,– აღნიშნავს უკრაინა.