საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ოჯახებისადმი ყურადღების დეფიციტია – ხოშტარია

“საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ოჯახებისადმი ყურადღების ტოტალური დეფიციტია”- ევროპული საქართველოს ყოფილი წევრი, ელენე ხოშტარიას თქმით, რომ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ოჯახები მთავრობის მხრიდან ყურადღების  დეფიციტს განიცდიან.

“პრობლემა არის ის, რომ ქვეყანაში, მთავრობის მხრიდან, ეს თემა არის მეასეხარისხოვანი. ადგილზე რომ ჩახვიდეთ, ამ გატაცებული ადამიანების ოჯახის წევრებთან. არც კი იციან მაგალითად მათი მდგომარეობა; არც წითელ ჯვარს მიმართავს მთავრობა, რომ აქტიურად მუდმივი კომუნიკაცია იყოს, რომ ელემენტარულად იცოდნენ რა მდგომარეობაში არიან რეალურად”, – აცხადებს ხოშტარია.