საოლქო კომისიებთან აქციები აფერხებს საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობას – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საოლქოებთან აქციები ცესკოს მუშაობას აფერხებს.

“საოლქო საარჩევნო კომისიების შენობებთან მიმდინარე საპროტესტო აქციები, განსაკუთრებით კი აქციის მონაწილეთა აგრესიული ქმედებები აფერხებს საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობას, რაც მშვიდ გარემოს საჭიროებს იმისთვის, რომ დაცული იქნას თითოეული ამომრჩევლის ხმა.

ყველას მოგიწოდებთ სიმშვიდისკენ და სახელმწიფო ინსტიუტების პატივისცემისკენ. ასევე მოგიწოდებთ მკაცრად დაიცვათ ყველა რეკომენდაცია, რაც ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის არის აუცილებელი.

ეს არის ყველა პოლიტიკური პარტიის, მათი ლიდერებისა და აქციის თითოეული მონაწილის პასუხისმგებლობა”,– აცხადებს ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, საოლქო საარჩევნი კომისიების შენობებთან, სადაც საჩივრების განხილვა მიმდინარეობს, საპტროტესო აქციები იმართება. მოქალაქეები გაყალბებულ არჩევნებ აპროტესტებენ და ითხოვენ, დამკვირვებლები საჩივრების განხილვას დაასწრონ.