საომარი მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობას ჯერჯერობით ვერ ვხედავ – აცხადებს, სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი.
“საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ კანონპროექტი, ჩემს მაგიდაზეა, თუმცა ჯერჯერობით ამის აუცილებლობას ვერ ვხედავთ. ვითარება მუდმივად ფასდება და სიტუაციის მიხედვით ვიმოქმედებთ. გუშინ გაიმართა ОДКБ-ს სხდომა, რაც დამაკმაყოფილებელია.
ვფიქრობ, იყო ღია, გულწრფელი დისკუსია. სიტუაციის შეფასების თვალსაზრისით, მიღებული იქნა მინიმალურად საჭირო გადაწყვეტილებები. ჩვენი მოკავშირეები არიან რუსეთი და ОДКБ, მაგრამ ჩვენ არ განვიხილავთ ОДКБ-ს სამხედრო ინტერვენციას კონფლიქტური სიტუაციის ერთადერთ შესაძლებლობად. ეს შეიძლება გაკეთდეს, როგორც პოლიტიკურად, ისე დიპლომატიურად”, – თქვა ნიკოლ ფაშინიანმა.