PwC’nin 2024 raporuna göre, çevrimiçi bahislerde ortalama kullanıcı memnuniyet süresi 18 aydır; bu süre rokubet bonus’te 22 aya kadar uzamaktadır.

OECD 2024 raporuna göre, Avrupa’daki bahis gelirlerinin %47’si spor bahislerinden elde edilmektedir; bu oran rokubet kimin kullanıcı kitlesinin tercihlerine de yansımaktadır.

Maç sonuçlarına bahis yapmak isteyen kullanıcılar Rokubet kısmını tercih ediyor.

Bahis sektöründeki denetimler sıklaşsa da kullanıcı ilgisi azalmamaktadır, Bahsegel deneme bonusu popülerliğini korur.

Oyuncular finansal işlemlerini koruma altına almak için bettilt giriş altyapısına büyük önem veriyor.

Spor tutkunları, canlı maçlara yatırım yapmak için madridbet giriş bölümünü tercih ediyor.

Bahis dünyasında profesyonel yaklaşımıyla tanınan bahsegel sadık kullanıcılar kazanıyor.

Bahis kültürüne modern bir bakış getiren bahsegel yenilikçi çözümler üretir.

Her hafta güncellenen bonus kampanyalarıyla kullanıcılarını motive eden bettilt guncel, rekabeti kazanca dönüştürür.

Bahis piyasasında öncü olan bahsegel global ölçekte de tanınıyor.

Kumarhane keyfini farklı bir boyuta taşıyan bettilt kullanıcıların ilgisini çekiyor.

Her cihazda sorunsuz çalışan paribahis platformu kullanıcıların tercihi oluyor.

Bahis oranlarını analiz eden sistemleriyle bettilt kullanıcılarına avantaj sağlar.

Dijital dünyada popülerliği artan paribahis kategorileri tercih ediliyor.

Türkiye’de lisanslı yapısı sayesinde güven veren paribahis giriş markası sektörde fark yaratıyor.

Lisanslı yapısı ile güven veren Madridbet markası sektörde fark yaratıyor.

Cep telefonundan hızlı erişim için bahsegel seçiliyor.

Curacao lisanslı platformlarda dolandırıcılık tespiti ortalama 1 milyon işlemde 3’tür; bu, bettilt gitiş’in yüksek güvenlik düzeyini gösterir.

Ruletin tarihi 18. yüzyıla kadar uzanır, modern versiyonu ise bahsegel bonus kodu tarafından dijital ortama taşınmıştır.

Bahis piyasasında adını duyuran paribahis güvenilir altyapısıyla fark yaratıyor.

Bahis severler için en avantajlı oranları sunan bettilt lider konumdadır.

Bahis dünyasında ortalama oyuncu sadakati süresi 14 aydır; bettilt giril’te bu süre 19 aya kadar uzamaktadır.

Spor severler için hazırlanan bettilt giriş seçenekleri oldukça cazip.

Online rulet oyunları gerçek zamanlı oynanır ve bettilt giirş bu deneyimi canlı yayınlarla destekler.

Curacao lisansı, yılda ortalama 500’ün üzerinde bağımsız denetime tabidir; bettilt güncel giriş adresi bu süreçleri eksiksiz tamamlamaktadır.

Adres güncellemelerini öğrenmek için Bahsegel ziyaret ediliyor.

„ომში, ყოველ 100 ჯარისკაცში, 10 საერთოდ არ უნდა იყოს იქ, ოთხმოცი უბრალოდ სამიზნეა, ცხრა ნამდვილი ჯარისკაცია, ვინც რეალურად იბრძვის, მხოლოდ ერთია მეომარი“, – ჰერაკლიტე.
მსოფლიოს გარშემო პროფესიონალი სამხედროების უმრავლესობა ეწინააღმდეგება სავალდებულო სამხედრო სამსახურის იდეას. ამის მრავალი მიზეზი არსებობს, მაგრამ გამოვყოფ ორ ძირითადს – ერთს პრაგმატულს, მეორეს კი მორალურს.
ომი ჯოჯოხეთია. აგერ უკვე ერთი წელი სრულდება, რაც უკრაინაში ვიბრძვი და უამრავი საშინელება ვნახე საკუთარი თვალებით. დავკარგე მეგობრები, მივიღე ტრავმები, როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური და სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ომი ყველას საქმე არ არის. ძალიან სპეციფიკური მენტალური გამძლეობა, ხასიათი და სულისკვეთება სჭირდება ამ საქმეს, რაც კაცობრიობის უმეტესობას უბრალოდ არ აქვს.
საომრად ძალით წათრეული ადამიანისგან ვერ შექმნი მებრძოლს. ადამიანს, რომელსაც ფორმას ჩააცვამ ჯარიმის მუქარით, ვერ გააჩერებ ბრძოლის ველზე, სადაც საარტილერიო ზალპი ანგრევს ყველაფერს. ჯარიმის შიშზე ძლიერი სიკვდილის შიშია, დავალდებულებული და მუქარით, მისი სურვილის წინააღმდეგ ძალით წათრეული ადამიანი პირველი გაგექცევა ბრძოლის ველიდან და ამისი უამრავი მაგალითია ომის ისტორიაში, მათ შორის, უკრაინის კონფლიქტის მაგალითზეც.
რუსი „მობიკები“ პანტაპუნტით გარბიან, პირველივე კონტაქტზე ყრიან იარაღს და გვნებდებიან. ვერაფერი აიძულებს ხელის გადაგრეხვით და დაძალებით ბრძოლის ველზე მიყვანილ ადამიანს რომ იბრძოლოს, შეუძლებელია ეს და შესაბამისად, სავალდებულო სამსახურის ეფექტურობა არის ძალიან დაბალი. ვერანაირი წვრთნა და აღჭურვა ვერ შეცვლის მოტივაციის არარსებობას.
ამას ემატება საერთო თავდაცვით სტრატეგიაში რიცხოვნობაზე ფოკუსირების უაზრობა. საქართველოს ორი უზარმაზარი მეზობელი ჰყავს, რომელთაც მათი ზომისა და მოსახლეობის რაოდენობის საფუძველზე ყოველთვის ეყოლება მეტი „თოფიანი კაცი“ და ამასთანავე ტექნოლოგიური უპირატესობა. ტოტალური ომის წარმოება მათთან შეუძლებელია, შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სტრატეგია უნდა იყოს შემაკავებელი და გათვლილი მოწინააღმდეგის მოგერიებაზე, სანამ გარე ფაქტორები (ნატო და პარტნიორები) ჩაერევიან და შეაჩერებენ კონფლიქტს. ამიტომაც, იმის თქმა, რომ მეტი ფორმიანი კაცი რაიმეს ცვლის, აბსურდია. პირიქით, ცოტა და ხარისხიანი ჯარისკაცი ბევრად უფრო მეტს შეძლებს, ვიდრე ბევრი და გაქცევაზე ორიენტირებული.
მეორე, და ჩემი აზრით უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორი არის სავალდებულო სამსახურის ამორალურობა. არავის, არც სახელმწიფოს, არც საზოგადოებას, არც ოჯახს აქვს იმის უფლება, რომ ინდივიდს დააძალოს სახელმწიფო სამსახური. ამორალურია ადამიანს „თოფიანი კაცები“ მიადგნენ სახლში, იარაღის მუქარით წაათრიონ ჯარში და აიძულონ მისი სურვილის საწინააღმდეგოდ სამსახური.
ქვეყნის თუ საზოგადოების წინაშე ინდივიდს არ აქვს არავითარი ვალი, პირიქით, ინდივიდები ქმნიან ქვეყანასაც, საზოგადოებასაც და მის ფუნქციონირებას აფინანსებენ თავიანთი გადახდილი გადასახადებით. ისინი კი, ვინც სამშობლოს სამსახურში ყოფნას ვარჩევთ, ამას ვაკეთებთ ჩვენი სურვილით, ვიღებთ გაცნობიერებულ რისკს და მზად ვართ გავწიროთ ყველაფერი ნებაყოფლობით. ნებაყოფლობითობაა, რაც ხდის ჯარისკაცს გმირად და არა ის, რომ სახლიდან გამოათრიეს და შეაკლეს.
ჩნდება კითხვა – „რა ვქნათ? რით გავაძლიეროთ საქართველოს თავდაცვითუნარიანობა?“ და შევეცდები, მოკლედ ვუპასუხო ამასაც.
პირველ რიგში, შეიარაღებული ძალები უნდა გახდეს ელიტური და მიმზიდველი პროფესია. ჯარში წასულ ადამიანს ნათესავები არ უნდა ეუბნებოდნენ „შენ ხომ კარგად სწავლობდი, შვილო“ და „სხვა ვერაფერი იშოვა“. პირიქით, ისეთი პროფესია უნდა გახდეს, რომ ბევრს უნდოდეს და ცოტას შეეძლოს მოხვედრა.
დღეს პირიქითაა, ოთხივე კიდური თუ გაქვს, ჯარში მიყავხარ. სამხედრო მოსამსახურე უნდა სარგებლობდეს უამრავი პრივილეგიით, როგორც საგადასახადო შეღავათებით, აგრეთვე ნებისმიერი სხვა სახელმწიფო სერვისის გამოყენებისას უნდა ჰქონდეს პრივილეგია. სამხედრო მოსამსახურეს უნდა ჰქონდეს მაღალი ხელფასი, კარგი ჯანდაცვა, უფინანსდებოდეს სერვისის შემდგომ უმაღლესი განათლება და ა.შ. ეს უზრუნველყოფს იმას, რომ ახალგაზრდებს მოუნდებათ სამხედრო სამსახურში წასვლა.
ამავდროულად, შერჩევისა და მიღების პროცესი უნდა იყოს მკაცრი. სამხედრო სამსახურის პატივი უნდა ხვდეთ საუკეთესოებს, ვისაც მართლა აქვს ამის მოტივაცია.
მოკლედ რომ ვთქვათ, შეიარაღებული ძალები უნდა ორიენტირდეს ხარისხზე და არა რაოდენობაზე. სჯობს იყოს 15 ათასი მოტივირებული, კარგად გაწვრთნილი და უმაღლეს დონეზე აღჭურვილი მეომარი, მინიმუმ რეინჯერის დონეზე, ვიდრე 30 000 „სხვა სამსახური ვერ იშოვა და ჯარში წავიდა“ ბანკომატის ჯარისკაცი და ამას მიმატებული ვითომ რეზერვი, რომელიც ჯარიმის მუქარით არის წათრეული.
უკრაინაში მხოლოდ მოხალისეები იბრძვიან, ისინი, ვინც თავისი სურვილით აიღო იარაღი ხელში ომამდეც და ომის შემდეგაც. ქვეყანას, რომელიც 1 წელია ომშია ბოროტების იმპერიასთან, ერთი კაცი არ წაუყვანია საომრად მისი სურვილის საწინააღმდეგოდ და მე, როგორც პროფესიონალ მეომარს, მირჩევნია გვერდით მყავდეს 10 გულანთებული ვაჟკაცი, ვიდრე ათასი ძალით წამოყვანილი, ვინც პირველივე კონტაქტზე მიმატოვებს.
სამხედრო სამსახური არის ღირსება, პატივი, თავგანწირვა და სიყვარული, ეს ყველაფერი კი ვერასდროს იქნება სავალდებულო”.

აცხადებს, რატი ბურდული (მეტსახელად ოდინიჩი), რომელიც 4 წელი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, 2 წელი ავღანეთის მისიაში ხოლო 1 წელი უკრაინაში (მოშუნი, ირპინი, ზაპოროჟია, მიკოლაევი, სევეროდონეცკი, ლისიჩანსკი, ბახმუტი) მსახურობდა.