შორენა თეთრუაშვილს Covid-19 დაუდასტურდა

საპატრიარქომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტს შორენა თეთრუაშვილს Covid-19 დაუდასტურდა.

“ინფორმაცია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტს, ქალბატონ შორენა თეთრუაშვილს ჩაუტარდა PCR ტესტი, რომლის შედეგადაც დღეს მას დაუდასტურდა კორონავირუსული ინფექცია.
 ამჟამად ქალბატონი შორენა თეთრუაშვილი თავს კარგად გრძნობს და დაავადება სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს.”- ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.