შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის თქმით, აღდგომის მოახლოებასთან დაკავშირებით მთავრობა საპატრიარქოსთან კოორდინაციაშია იმაზე შესათანხმებლად, თუ როგორ ჩატარდება დღესასწაული.
,,საპატრიარქოსთან კოორდინაციაში ვართ ყველა, არა მარტო შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთლიანად მთავრობა. გავიარეთ სხვადასხვა მიმართულებით, ახლა აღდგომა მოდის. ჯერ 2 კვირაა იქამდე. ამაზე შევჯერდებით, თუ როგორ ჩატარდება ყველაფერი. ველოდებით, 2 კვირაში რა იქნება, არავინ არ იცის, ჩვენ კი არა, მსოფლიოში რა იქნება, ეგ არ ვიცით, წინასწარ ვერ დავგეგმავდით ნამდვილად”, — განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
საქართველოში საყოველთაო კარანტინი და საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. აკრძალულია 3 კაცზე მეტის შეკრება და 21 საათიდან დილის 6 საათამდე ნებისმიერი სახის გადაადგილება. ამასთან, აკრძალულია 70 წელს გადაცილებული მოქალაქეების სახლიდან გასვლა.