საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემის წინააღმდეგ პეტიცია შეიქმნა.
პეტიციას, რომელსაც ამ დროისთვის 3,589 მოქალაქე აწერს ხელს, მას შემდეგ შექიმნა, რაც პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტმა მესამე მოსმენით მოიწონა კანონპროექტი “ტყის კოდექსში” შესატანი ცვლილებების შესახებ.
“ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, მოვითხოვთ საქართველოს პარლამენტმა არ დაუჭიროს მხარი ცვლილებების შეტანას ტყის კოდექსში, რომელიც საპატრიარქოსთვის ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ 20 ჰექტარი ტყის ფართობის გადაცემას ითვალისწინებს.
ეს არღვევს საქართველოს თითოეული მოქალაქის უფლებას და ქმნის სტრატეგიული ბუნებრივი რესურსების მართვის და განაწილების უსამართლო პრაქტიკას.”- წერია პეტიციაში.